ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას, ტურისტული პროდუქტების ხარისხისა და მომსახურების დონის ამაღლებას.
 

დეპარტამენტი თავისი მისიის განხორციელებას უზრუნველყოფს:

კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, თვითმმართველ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით

დარგის მართვის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით

მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებით

ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების პერიოდული შეგროვებითა და გაანალიზებით

დარგის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებით
 

დეპარტამენტის მართვის სტრუქტურული ერთეულებია:


ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სისტემაში ასევე შედის არასამეწარმეო იურიდიული პირი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დებულება ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშუალოვადიანი სტრატეგია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

 

თეგები: