Events - GoBatumi
''კილი და დუ''
კულტურა 20:00

''კილი და დუ''

23 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე თქვენ გელოდებათ რეჟისორი - ქეთი დოლიძის დრამა ერთ მოქმედებად - „კილი და დუ“.

სპექტაკლი დადგმულია ჯეინ მარტინის პიესის მიხედვით "კილი და დუ"

კილის არ სურს შვილის გაჩენა მოძალადისგან, დუ კი სწორედ ამას აძალებს კილის, ბორკილითაც აბამს საწოლზე, ატუსაღებს, რათა კილიმ ნაყოფი შეინარჩუნოს, ცოდვას განერიდოს, სიცოცხლე შვას... რითი დასრულდება ეს დრამატული ისტორია, რა განასხვავებს, ამავე დროს, რა აკავშირებს სხვადასხვა ასაკის ორ ქალს – კილის და დუს? 

 მისამართი: ახალი სცენა, მელაშვილის ქ. №32 

დასაწყისი: 20:00

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროებში.

ბილეთის ფასი: 8 ლარი

თეგები:
23 სექტემბერი

მიმდინარე ღონისძიებები