Events - GoBatumi
ანა კორძაია-სამადაშვილი – საჯარო ლექცია ბათუმში
გართობა 17:00

ანა კორძაია-სამადაშვილი – საჯარო ლექცია ბათუმში

„ლიტოდისეა“ საქართველოს რეგიონებში გერმანული ლიტერატურის შესახებ საჯარო ლექციების ციკლს იწყებს!

გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს.

?17 ნოემბერს 17:00 საათზე ანა კორძაია-სამადაშვილი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ისაუბრებს თემაზე - „ჰერმან ჰესეს რომანების სამყარო“ 

გაეცანი შეხვედრების თემატიკას ქალაქების მიხედვით და იპოვე შენთვის საინტერესო თემა:

15 ნოემბერი ? გორი - ჰერმან ჰესე. ცხოვრება და რომანი
17 ნოემბერი ? ბათუმი - ჰერმან ჰესეს რომანების სამყარო
18 ნოემბერი ? ფოთი - მაქს ფრიში: ვინ ვარ მე?
18 ნოემბერი ? ზუგდიდი - ჰერმან ჰესე: ჯადოქრის ბავშვობა
19 ნოემბერი ? ქუთაისი - იოზეფ როთი: „სადაც ცუდად ვარ, იქ ჩემი სამშობლოა“
20 ნოემბერი ? თბილისი - მაქს ფრიში: გამოგონილი ამბავი, რომელიც საკუთარი ცხოვრება გვგონია
22 ნოემბერი ? თელავი - იოზეფ როთი – გზა

ლექციები ტარდება სტუდენტური კონკურსის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ ფარგლებში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing-ის ორგანიზებითა და Goethe-Institut Georgien-ის მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია
მის: ზვიად გამსახურდიას ქ. №1/5
ტელეფონი: +995 322 91 09 54

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები