Events - GoBatumi
არგანი
გართობა 12:00

არგანი

მრავალფეროვანი, ინოვაციური და ფართო მასშტაბიანი ხელოვნების ფესტივალი „არგანი“ ბათუმში უკვე მეოთხედ გაიმართება. 17, 18 და 19 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური პარკი უმასპინძლებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს: 
მხატვრებს; ფოტოგრაფებს; მომღერლებს; მუსიკოსებს; იოგას ინსტუქტორებს; ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს; ქალაქის სტუმრებს. 
ფესტივალი მოიცავს:
ქართველი მხატვრებისა და ფოტოგრაფების გამოფენებს; შემოქმედებით სემინარებს; შოუებს; კონცერტებს; სპექტაკლებს; კინო ჩვენებებს; გამოფენა-გაყიდვას. 
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისა და სტუმრების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა არტ ობიექტები, რაც შექმნის ხელოვნებისა და მრავალფეროვნების საოცარ ატმოსფეროს. 

ფესტივალზე დასწრება უფასოა !
თარიღი: 17-18-19/08/2019
დასაწყისი: 12:00

ჩატარების ადგილი: ბათუმის ცენტრალური პარკი
ტელეფონი: +995 45 13 40 / +995 555 30 62 77
FB: https://www.facebook.com/events/664421543996513/ 

Google Map: https://goo.gl/maps/CcVffrbfAsanYFLU9 
ორგანიზატორი: “Geo Stumari”

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები