Events - GoBatumi
ბათუმი ტურიზმის ფესტივალს ''ტურისტერი'' უმასპინძლებს
გართობა 14:40

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს ''ტურისტერი'' უმასპინძლებს

31 მარტს, ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა  და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შემდეგი  ღონისძიებებისაგან შედგება: ტურიზმის ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა.

ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს და თითოეულ მათგანზე ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე. ფორუმზე იმსჯელებენ სამ ძირითადი მიმართულებაზე:

1. საკანონმდებლო რეგულაციები;

2. ტურიზმის პოლიტიკა;

3.  კლიმატური ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება.

ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწიურად გაიმართება.

სპიკერების, პანელისტების, ბილეთების და დამატებითი დეტალების გასაგებად, ესტუმრეთ ფესტივალის ვებგვერდს: tourister.ge

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები