Events - GoBatumi
Jessie J
გართობა 19:00

Jessie J

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. 

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა "Price Tag", "Domino" და "Laserlight" -  კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც. 

ბილეთის ღირებულება: 50-250 ლარი
ბილეთების შეძენა: www.tkt.ge
ჩატარების თარიღი: 06/08/2019
კარის გახსნა: 19:00 საათი

დასაწყისი: 21:00 საათი
ჩატარების ადგილი: "ბლექ სი არენა"
მისამართი: შეკვეთილი

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები