უფასო რუკები და ბროშურები - GoBatumi
უფასო რუკები და ბროშურები

უფასო რუკები და ბროშურები

ბათუმის სატრანსპორტო რუკა

 

ბათუმი-აჭარის შესახებ

აღნიშნული ბროშურით შეგიძლიათ შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ბათუმისა და აჭარის რეგიონის შესახებ: ძირითადი ღირშესანიშნაობები, ტურიზმის სახეობები და სხვა საჭირო ინფორმაცია. ბროშურა ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ,  ფრანგული და პოლონურ ენებზე.

ბათუმის ტურისტული რუკა

ბათუმში მოგაზაურობის დაგეგმვამდე გაეცანით ქალაქის რუკას. შეისწავლეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების და სანახაობების, ასევე თქვენთვის სასურველი კვების და განთავსების ობიექტების მდებარეობები, ქალაქის მთავარი ქუჩები, ველო-ბილიკების მარშრუტები თუ ბულვარის სასეირნო ზოლი. ბათუმის ტურისტული რუკა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

აჭარის ეკო ტურისტული რუკა

 

აჭარის ეკო ტურისტული რუკა გამოგადგებათ აჭარაში ვიზიტის უფრო დეტალურად დაგეგმვაში. რუკა შეიცავს 14 მარშუტს, რომელთა აღწერა ილუსტრაციებითა და პრაქტიკული ინფორმაციით დატანებულია რუკის უკანა ყდაზე. იგი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აჭარის დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი სიმდიდრეები

ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია აჭარის 4 დაცული ტერიტორიის და რეგიონში არსებული სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ. აღნიშნული ბროშურა დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ აჭარა როგორც ეკო ტურისტულად მდიდარი დანიშნულების ადგილი. იგი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სოფლად ტურიზმი აჭარაში

ბროშურაში მოცემულია აჭარაში სოფლად ტურიზმისა და ასევე სოფლად ტურიზმის 4 ძირითადი დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია. ბროშურა ასევე შეიცავს მარშურტების აღწერას, ილუსტრაციებსა და ტურისტისათვის საჭირო ინფორმაციას. იგი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

 

 

კულინარიული ტურიზმი აჭარაში

აღნიშნულ ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ. გაიგეთ მეტი ქართული მეღვინეობის, რეგიონისათვის დამახასიათებელი ღვინის სახეობების, ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და გამორჩეული აჭარული კერძების შესახებ. იგი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

თეგები: