გადაადგილება რეგიონის შიგნით

გადაადგილება რეგიონის შიგნით

კომუნიკაცია

ქართული SIM ბარათის ფასი მერყეობს 1-დან 2 ლარამდე. ბარათის შესაძენად საჭიროა პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მობილურდან ან ხაზის ტელეფონზე დასარეკად აკრიფეთ 0, შემდეგ ქალაქის კოდი და შემდეგ 6 ციფრიანი ნომერი. 1 წუთის ღირებულება დაახლოებით შეადგენს 20 თეთრს. ბალანსის შევსება შესაძლებელია ფეი ბოქსის საშუალებით.


სატელეფონო კოდები:

ბათუმი – 422, ქობულეთი – 426, თბილისი – 322, ქუთაისი – 431.

საინფორმაციო ცენტრი: 11808

24 საათიანი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი +995 577 90 90 93

ინტერნეტი

Wi-Fi-ით სარგებლობას შეძლებთ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და თითქმის ყველა რესტორანში, კაფესა და სასტუმროში. ქალაქის ცენტრში შეხვდებით ინტერნეტკაფეებსაც.


ინტერნეტკაფე

მისამართი: რუსთაველის ქ. №10

მელიქიშვილის ქ.23


ფოსტა

ბათუმის სერვისცენტრი №6010

საფოსტო ინდექსი: 6010

მისამართი: ბათუმი, ახ.მელაშვილის ქ.№4

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 09:00-17:00, შაბ: 09:00 - 14:00, კვ: დასვენების დღე


ბათუმის სერვისცენტრი №6004

საფოსტო ინდექსი: 6004

მისამართი: ბათუმი, ი.ჭავჭავაძის ქ. №90

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 09:00-17:00, შაბ: 09:00 - 14:00, კვ: დასვენების დღე

ტელ: +995 422 27 22 89, +995 322 24 09 09 www.georgianpost.ge


ელექტროენერგია

ძაბვის და სიხშირის სტანდარტები: ევროპული 220-240 ვოლტი 50 ჰერცი, ჩამრთველის ტიპი – C-M


ეროვნული ვალუტა ლარი

ყველა ტიპის ანგარიშსწორება ხდება ლარში. ნაღდი ანგარიშსწორება გადახდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა (განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში და სოფლებში). საკრედიტო ბარათით გადახდა შესაძლებელია ქალაქებში მდებარე თითქმის ყველა ობიექტზე. ვალუტის გადაცვლა ხდება ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ კერძო ჯიხურებში.

112 გადაუდებელი დახმარების მართვის სააგენტო

112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში საქ-ში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან, მაშინაც, თუ ფიქსირებული/მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურში არ დევს სიმ ბარათი. 112-ზე დარეკვის წესები იგივეა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტურისტებისთვის, საერთაშორისო სატელეფონო ქსელებით სარგებლობის შემთხვევაშიც.

დამატებითი ინფორმაცია: www.police.ge

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასიანია და შეადგენს 50 ლარს.


ჯანმრთელობის დაზღვევა

აჭარის რეგიონში არსებულ სამედიცინო ცენტრებს, მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან აქვთ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული. ამიტომ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აჭარაში სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს, უმეტეს შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდა ადგილზე, ხოლო მკურნალობის შესაბამისი დოკუმენტაციის, სადაზღვევო სააგენტოსთვის წარდგენა მკურნალობის დასრულების შემდეგ უხდება.


ინკლუზიური ტურიზმი

ადაპტირებული ობიექტები:

სასტუმრო: ჰილტონი (3 ნომერი), შერატონი (2 ნომერი), რედისონი (2 ნომერი), ინტურისტ პალასი (2 ნომერი), ეიფორია (8 ნომერი), ვინდჰემ ბათუმი (1 ნომერი), ჯორჯია პალასი (6 ნომერი, ქობულეთი)

შშმ პირებისთვის ადაპტირებული ჰოსტელი Black Sea Hostel. მის: გოგებაშვილის №58. ტელ: +995 571 00 92 38


კვების ობიექტები:

ძირითადად ძველ ბათუმში პირველ სართულზე არსებული კაფეები/რესტორნები, რომლებსაც მაგიდები გარეთ აქვთ მოწყობილი (საპირფარეშოები არ აქვთ მოწყობილი); სასტუმრო დივანში პირველ სართულზე არსებული რესტორანი (ადაპტირებული საპირფარეშოთი).

ტურისტული ობიექტები:

დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმის და პორტის მიმდებარე ტერიტორია.

ტრანსპორტი:

მხოლოდ ვერცხლისფერი მუნიციპალური ავტობუსებია ადაპტირებული.


საბაჟო

გადასახადისგან თავისუფლდება (საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში 30 კალენდარული დღის განმავლობაში) 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის, 400 ღერი სიგარეტის, ან 50 სიგარის, ან 50 სიგარილას, ან 250 გრ. თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა), ასევე 500 ლარამდე ღირებულების , 30 კგ საერთო წონის საქონლის გადაადგილება, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. საქართველოში ნებისმიერი ოდენობის ვალუტის შემოტანა თავისუფლდება გადასახადისგან, თუმცა 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაზე მისი ექვივალენტის) მეტი ოდენობის, ნაღდი ფულის გადაადგილება ექვემდებარება დეკლარირებას.

უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილით საქართველოში დროებით ყოფნა შესაძლებელია. საზღვაო გზით შემოსვლის შემთხვევაში – 90, ხოლო სახმელეთო გზით შემოსვლის შემთხვევაში – 65 კალენდარული დღის განმავლობაში. (დეტ. ინფორმაცია www.rs.ge)

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილით, სარფის საბაჟოს გადაკვეთის შემთხვევაში, თუ ავტომობილი რეგისტრირებულია თქვენზე (წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გქონდეთ თურქულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა), თურქული მხრის საბაჟო პუნქტზე დაგჭირდებათ 3 თვიანი დაზღვევა, რომელსაც ადგილზევე გაგიფორმებენ (ფასი 70 ლირა/65 ლარი).

საზღვარზე შინაური ცხოველის გადაყვანის შემთხვევაში, სავალდებულოა ცხოველის პასპორტი და შესაბამისი პრევენციული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.


სავიზო რეჟიმი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს, კანადის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ისრაელის, ყაზახეთის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 1 წლის ვადით ჩამოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ. საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყანაში შემოსვლიდან 6 თვის მანძილზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთაც ესაჭიროებათ ვიზა, საქართველოში შემოსასვლელად შეუძლიათ ვიზის ელექტრონულად მიღება www.evisa.gov.ge


საკონსულოები აჭარაში

აზერბაიჯანი ფარნავაზ მეფის #62/ დემეტრე თავდადებულის #24 ტელ: +995 422 27 67 00

ესტონეთი გორგასლის ქ. #58 ტელ: +995 422 27 09 10

თურქეთი ნინოშვილის ქ. #9 ტელ: +995 422 25 58 00

ირანი ფარნავაზ მეფის ქ. #83 ტელ: +995 422 22 86 01

სომხეთი დემეტრე თავდადებულის ქ. #31 ტელ: +955 422 27 99 90


პარკირება ბათუმში

ქ. ბათუმში პარკირება ფასიანია. საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში, ონლაინ სისტემებით, სწრაფი გადახდის აპარატებში და პარკომეტრებით. პარკირების საფასურის გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი. ტარიფები მსუბუქი ავტომობილისათვის შეადგენს :

1 დღიანი პარკირება – 1 ლარი; 2 დღიანი – 5 ლარი; 30 დღიანი – 10 ლარი; 182 დღიანი – 25 ლარი; 1 წლიანი – 40 ლარი.

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დაჯარიმებას და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

ჯარიმის გადახდა სავალდებულოა დაჯარიმებიდან 30 დღის განმავლობაში. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. www.batumitransport.ge ტელ: +995 422 21 21 89


ტრანსპორტი

აეროპორტი

მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში. აეროპორტში განლაგებულია კვების ობიექტები, სუვენირების მაღაზია, ასევე ბანკები და ბანკომატები, სადაც შეძლებთ ვალუტის გაცვლას ან განაღდებას.

მის: აეროპორტის გზატკეცილი №220.

ტელ: +995 422 23 51 00,

ვებ-გვერდი: www.batumiairport.com

აეროპორტიდან ბათუმში ან ბათუმიდან აეროპორტში მისვლას შეძლებთ:

1. საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსი №10. ავტობუსში ასვლისთანავე აუცილებელია ბილეთის შეძენა (ღირებულება შეადგენს 80 თეთრს) და გატარება ბილეთის სპეციალურ საკონტროლო აპარატში.

2. ტაქსით – კერძო ტაქსები ძირითადად მუშაობენ ტაქსომეტრის გარეშე. საშუალო ღირებულება 10 – 15 ლარი. ტაქსომეტრით მუშაობენ ტაქსის ოფიციალური კომპანიები.

3. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ქობულეთში (ბათუმიდან 25 კმ) ჩასვლას შეძლებთ ტაქსით, ტრანსპორტირების დაახლოებითი ღირებულება შეადგენს 40 ლარს.

რკინიგზის სადგურები

ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 4 კმ-ში „თამარის დასახლებაში“ (ე.წ. ბენზე).

მის.: თამარის გზატკეცილი, ტელ: +995 422 22 22 22 / +995 595 25 02 49; 1331. www.batumicentral.ge

რკინიგზის სადგურში მისვლა/დაბრუნება ქალაქში შესაძლებელია:

1. საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსი №10. ავტობუსში ასვლისთანავე აუცილებელია ბილეთის გატარება.

2. მიკროავტობუსით ე.წ. „მარშრუტკით“, №21 და №31, ღირებულება შეადგენს 50-80 თეთრს. თანხის გადახდას შეძლებთ მძღოლთან.

3. ტაქსით. მგზავრობის საშუალო ღირებულება 7-10 ლარი.


პორტი

პორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ამჟამად ბათუმის პორტიდან სრულდება რეისები სოჭის და ილიჩოვსკის მიმართულებით.

ექსპრეს ბათუმი – ჩქაროსნული კატერი, რომელიც ასრულებს რეისებს სოჭი-ბათუმი, კვირაში ორჯერ. მგზავრობის ხანგრძლივობა 6 საათი. ბილეთის ღირებულება 250 ლარი. ტელ: +995 593 33 39 66

საბორნე გემები – ილიჩოვსკი-ბათუმის მიმართულებით ასრულებენ რეისებს. მგზავრობის ხანგრძლივობა – 2 დღე-ღამე, ბილეთის ღირებულება დაახლოებით 400 ლარი. ტელ: +995 422 27 41 19

www.batumiport.com


ავტოსადგურები

ბათუმში ორი ავტოსადგურია, ორივე მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მათგან სრულდება რეისები აჭარის, საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით.

ახალი ავტოსადგური: მის: გოგოლის ქ. 1 ტელ: +995 422 24 26 12; ძველი ავტოსადგური: მის: მაიაკოვსკის ქ. 1

ტელ: +995 422 27 85 47


შიდა ტრანსპორტი

ავტობუსი:

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის ტარიფები და სახეობები:

უკონტაქტო პლასტიკური ბარათები: იყოფა კატეგორიების მიხედვით და შეძენა შესაძლებელია უფასოდ.

ა) სტანდარტული ბარათი BATUMI CARD, რომლითაც ასევე სარგებლობენ უცხოელი მოგზაურები.


შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD –ის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.

ბარათის აღება: EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.

BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,30 ლარს.

ბ) შეღავათიანი ბარათი - მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის.

სარგებლობა შეუძლია პენსიონერს, პედაგოგს, იძულებით გადაადგილებულ პირს, სადაც მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს; ხოლო ბათუმის ხანდაზმულთა ბენეფიცირების სოციალური ცენტრის პირებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებული პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-70000 ქულის მქონე ბენეფიციარებს მგზავრობა შეუძლიათ ნულოვანი ტარიფით.

ბარათის შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

გ) სტუდენტური ბარათი STUDENT CARD - მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის.

შეძენა შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვის ცენტრებში. STUDENT CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს.

დ) მოსწავლის ბარათი SCOOL CARD - მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის.

შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში. მგზავრობა ნულოვანი ტარიფით

ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა სტანდარტული ტარიფით - 0,30 ლარით შესაძლებელია: საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXPRESS BANK, SOLO, VISA ELECTRON და სხვა. თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათი: METROMONEY, თბილისის მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლეების და სტუდენტების ბარათები (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის).

 

ბარათის შევსება: უკონტაქტო სამგზავრო ბარათის შევსება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY –ის მეშვეობით. აღნიშნულ ტერმინალზე მოძებნეთ მენიუ სამგზავრო ბარათის შევსება და მიყევით ინსტრუქციას.

 

წყარო: http://batauto.ge/index.php?option=com_content&view=article&id=118&lang=ka

მიკროავტობუსი ე.წ. მარშრუტკა – ქალაქის ფარგლებში მგზავრობის საფასური შეადგენს 50 თეთრს, გადახდა ხდება მძღოლთან, მიკროავტობუსიდან ჩამოსვლისას.

ტაქსი: ბათუმში ფუნქციონირებს ორი ტიპის ტაქსი. ოფიციალური ტაქსის კომპანიები (ტაქსომეტრით), მგზავრობის ღირებულება 1 კმ-ზე 50-60 თეთრი და კერძო ტაქსები, რომლებთანაც ფასზე შეთანხმება (რეკომენდირებულია წინასწარ) და თანხის გადახდა უშუალოდ მძღოლთან ხდება.

ავტომობილის ქირაობა: დაახლოებითი ფასი 1 დღით შეადგენს 50-60$, საკონტაქტო ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.

აჭარის რეგიონის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გადაადგილება ძირითადად ხდება მიკროავტობუსებით ე.წ. „მარშრუტკებით“. გამგზავრება ხდება ავტოსადგურიდან და მგზავრობის საფასურია 1-8 ლარი.

www.batumi.ge ინფორმაცია მიკროავტობუსების, ე.წ. „მარშრუტკების“ და მარშრუტების შესახებ.

www.batauto.ge ინფორმაცია ავტობუსების მარშრუტებისა და მგზავრობის გრაფიკის შესახებ.


ბათუმველო

ბათუმველოს ბარათის შეძენა და ბალანსის შევსება შესაძლებელია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში. ბათუმველოს ბარათის შესაძენად საჭიროა პირადობის მოწმობა.

ველოსიპედით 1 საათით სარგებლობა შეადგენს 2 ლარს.

ბათუმველოს ბარათის სახეობები და ტარიფები:

ათდღიანი: 10 ლარი (4ლარი ბარათის ღირებულება, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე);

ერთ წლიანი: 20 ლარი (10ლარი ბარათის ღირებულება, 10 ლარი ირიცხება ანგარიშზე).

ტელ: +995 422 24 76 76 / +995 577 37 76 76

www.batauto.ge

თეგები: