სიახლეები - GoBatumi
''ფერადი კონცერტები'' ბათუმში დღეს დაიწყება

''ფერადი კონცერტები'' ბათუმში დღეს დაიწყება

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში „ფერადი კონცერტები“ იწყება. სამი დღის განმავლობაში,  საოცრებათა პარკში ბათუმელებსა და ქალაქის სტურებს საშუალება აქვთ ადგილობრივი და მოწვეული ბენდების კონცერტებს დაესწრონ. ხვალ, კი კონცერტების პარალელურად საოცრებათა პარკში ფერების ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა სამ წლამდე ბავშვების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

საოცრებათა პარკში მისული სტუმრების განწყობაზე შემდეგი მუსიკალური ბენდები და დიჯეები  იზრუნებენ: Black Sea, Sound Lab, Killages, Melomaniak, ASEA SOOL, MokuMoku,  ლაშა გურული, ლაშა ბაბუაძე, Road Radio, Groovephonics, The Black Marrows, A2k, ZaZa.  „ფერადი კონცერტები“ ბათუმში  კვირას დასრულდება. 

ფესტივალის პროგრამა:

20 ივლისი 20:00-დან

▪ Black Sea 
Sound lab
Killages 
Lasha Guruli

21 ივლისი 19:00-დან "ფერების ფესტივალი"

Lasha Babuadze
Road Radio
Groovephonics
The Black Marrows
A2k

22 ივლისი 20:00-დან 

Melomaniakk
ASEA SOOL
MokuMoku
▪ Zaza

წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ფესტივალებისა და კონცერტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხოლოდ ივლისში, ბათუმში 60-ზე მეტი კულტურულ-გასართობი ღონისძიება იმართება. მათ შორის გამორჩეულია შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც გუშინ როკის ლეგენდის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება. 
 

თეგები: