სიახლეები - GoBatumi
50-ზე მეტი სტატია პოპულარულ პოლონურ ბლოგებზე

50-ზე მეტი სტატია პოპულარულ პოლონურ ბლოგებზე

აჭარა-საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პოპულარულ პოლონურ ბლოგებზე 50-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა. სხვადასხვა თემატიკის მიხედვით (მოგზაურობა, კულინარია, ცხოვრების სტილი) სტატიები მომზადდა იმ ბლოგერების მიერ, რომლებმაც საქართველოში 2014 წლის ნოემბრის თვეში იმოგზაურეს. პოლონეთის ყველაზე კითხვადი და პოპულარული ბლოგების 11 ავტორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით იყო მოწვეული. აღნიშნულ საინფორმაციო ტურს მხარდამჭერას ავია-კომპანია Wizz Air უწევდა.

პოლონურ ბლოგებზე საქართველო-აჭარის შესახებ ამ ეტაპზე არსებული სტატიების ბმულები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ დოკუმენტში.

თეგები: