სიახლეები - GoBatumi
აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა

აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა

აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა. რეგიონში კორონა ვირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა. 23 დღეა რეგიონში Covid 19 -ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  

აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს. 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

თეგები: