სიახლეები - GoBatumi
აჭარის ტურისტული პროდუქტები „EMMIT 2018”-ზე

აჭარის ტურისტული პროდუქტები „EMMIT 2018”-ზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „EMITT 2018“-ზე გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. წელს, მასში მონაწილეობას 106 ქვეყნის 600-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ღებულობდა. გამოფენა ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასში 2007 წლიდან მონაწილეობს.

„თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ერთ-ერთი პირველი დავიწყეთ მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები რეგიონში ვიზიტორების მოსაზიდად. ეს ქვეყანა  რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა. მაგალითისთვის, გასულ წელს, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით აჭარას 944 050 თურქი ვიზიტორი სტუმრობდა. ჩვენ ყოველწლიურად ვღებულობთ მონაწილეობას სტამბოლის გამოფენაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არამარტო პოტენციური ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების, არამედ ტურიზმის ბიზნესში მოქმედ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად,“ განაცხდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

თეგები: