სიახლეები - GoBatumi
სტატიები აჭარაზე  ებრაულ პრესაში

სტატიები აჭარაზე ებრაულ პრესაში

წამყვან ებრაულ ჟურნალ-გაზეთებსა და ვებ-გვერდებზე აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები გამოქვეყნდა. სტატიები იმ პრეს-ტურის შედეგად დაიბეჭდა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2014 წლის ნოემბერში უმასპინძლა. ამ ეტაპზე უკვე გამოცემულია რეგიონის პოპულარიზაციის შემცველი 4 სტატია. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ სტატიები პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებსა და გვერდებზეა განთავსებული: ყოველკვირეულ ქალებისათვის განკუთვნილ La-isha Women-ს მილიონამდე მკითხველი ყავს, Israel Hayom-ის ყოველდღიურ გამოცემას კი 500 000-მდე. რაც შეეხება ინტერნეტ გამოცემებს, აქ განთავსებულ სტატიებს ყოველთვიურად უპრეცედენტო რაოდენობის უნიკალური მომხმარებლები ჰყავთ: Walla website - 2 300 000, ხოლო Ynet Website - 2 000 000.

ისრაელი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს სარეკლამო კამპანიებს, მონაწილეობს თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, მასპინძლობს ისრაელიდან მოწვეულ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს. აღსაღნიშნავია, რომ სეზონურად, ბათუმის აეროპორტი მასპინძლობს პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს თელავივიდან, საიდანაც ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გამოქვეყნებული სტატიების ხილვა შესალებელია შემდეგ ლინკებზე: Ynet.co.il, Travel.walla.co.il

თეგები: