სიახლეები - GoBatumi
ბათუმის ღამის ნახევარმარათონი წარმატებული იყო

ბათუმის ღამის ნახევარმარათონი წარმატებული იყო

ბათუმის ღამის ნახევარ-მარათონში 800-მდე ადამიანმა 32 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა.   მამაკაცებში 21 კილომეტრიანი ნახევარ-მარათონის გამარჯვებულები კენიელი კიპლიმო კიმუტაი, ირანელი მორად მოჰამადჯაფარი და  დავით ხარაზიშვილი გახდნენ, ქალებში კი დეიზი ჯეპტოო, სვიატლანა კუძელიჩი და შეილა ჯეპკოგეი. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე გასულებს 1500 ევრო, ხოლო მესამე ადგილზე მყოფებს 1000-1000 ევრო გადაეცათ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები ღონისძიების სპონსორებმაც გადასცეს.

რაც შეეხება მხიარულ გარბენს (10კმ) მისი გამარჯვებულები მამაკაცებში ევგენი ეგოროვი, ჯეირან ხოფერია და გიგა ძულიაშვილი გახდნენ, ქალებში კი მარია ლიპკა, ვალერია კიკვიძე და მეგი ლიპაჩი. ნახევარ-მარათონმა სტარტი 21 აპრილს, ბათუმის ბულვარში, სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან აიღო. მის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროს, აჭარის მთებისა და ძველი ბათუმის ულამაზესი ხედებით დამტკბარიყვნენ. გარბენის მარშრუტები მთლიანად მოიცავდა ქალაქის ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილს.  გარბენში მონაწილეობა ბავშვებმაც მიიღო.

ნახევარ-მარათონი ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობა“-ს კონცერტით დასრულდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ნახევარ-მარათონიდან შემოსული თანხების ნაწილი საქველმოქმედო ფონდს „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ გადაეცა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის „სარესურსო კლასი“-ს გახსნას ისახავს მიზნად. საერთაშორისო დონის ნახევარმარათონს ბათუმს წელს პირველად უმასპინძლა. ის სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“-ს დაფინანსებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმიის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და მას აჭარა ყოველწიურად აპრილში უმასპინძლებს

თეგები: