სიახლეები - GoBatumi
ფინელები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ფინელები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ფინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Matka Nordic Travel Fair“ გაუწია. გამოფენის ვიზიტორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ზღვისა და მთის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულმა მიმართულებამ მიიპყრო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

„Matka Nordic Travel Fair“ ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს, მასზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 80 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. მას ყოველწიურად 50 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენებზე გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

თეგები: