სიახლეები - GoBatumi
კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

კურორტ „გოდერძი“-ზე „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პროექტის მონაწილეებს დღეს შეხვდა და მათ კურსის მიზანზე, მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და კურორტ გოდერძის განვითარებაში მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

"ჩვენი მთავარი მიზანია მაღალმთიანი აჭარა იქცეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ მიმართულებად. ამისთვის ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს. ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მაღალმთიანი აჭარისთვის. ტურისტებთან კომუნიკაციის გაადვილების და სერვისების ამაღლების მიზნით 2017 წლის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეების გადამზადება მთელი აჭარის მაშტაბით. ჩვენ ჩავატარეთ ერთთვიანი სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაში და მოვამზადეთ სპეციალური ვიდეო გაკვეთილები, რომელიც დაეხმარებათ საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონეებს საკომუნიკაცია ენის შესწავლაში. განსაკუთრებულად მოტივირებულია ახალგაზრდობა. კურორტ გოდერძიზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, აქტიურად ხორციელდება სერვისების განვითარება, რაც ტურიზმის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია"- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა 

წელს, „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტ გოდერძიზე ტურისტული ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ. ტურიზმის დეპარტამენტმა  პროექტი წელს პირველად დაიწყო, თუმცა მისი გაგრძელება სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებშიც იგეგმება. 2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში,  აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა. 
 

თეგები: