სიახლეები - GoBatumi
New York Times მოგზაურებს ურჩევს ბათუმი მოინახულონ

New York Times მოგზაურებს ურჩევს ბათუმი მოინახულონ

Airbnb-ის შემდეგ ბათუმს 2019 წელს სამოგზაურო ქალაქებს შორის New York Times ასახელებს. სტატიაში დასახელებულ 52 ტურისტულ ადგილს შორის ბათუმი ისეთი ქვეყნების ქალაქების გვერდითაა, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ამერიკა და სხვები.

 „თბილისი, საქართველოს მიმზიდველი დედაქალაქი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტების ნაკადს ვერ აუდის. მაგრამ ბათუმი, წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის ქვიან სანაპირომდეა გადაჭიმული, სხვაგვარ შთაბეჭდილებას გვთავაზობს“ ამ სიტყვებით იწყებს წერას ჟურნალისტი, რომელიც ამბობს რომ  ქალაქის სტუმრებს შორს პოპულარული ბათუმი, მალე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც აღმოჩენა იქნება. სტატიაში ხაზგასმულია ქალაქის მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ბოტანიკური ბაღი და მეღვინეობა, თავისი ღვინის ბარებითა და საოჯახო მარნებით.

თეგები: