სიახლეები - GoBatumi
სექტემბერში აჭარას ევრონიუსისა და დოიჩე ველეს ჟურნალისტები ეწვევიან

სექტემბერში აჭარას ევრონიუსისა და დოიჩე ველეს ჟურნალისტები ეწვევიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ძირითადი მიზანი ქართული სამზარეულოს წარმოჩენაა. ჟურნალისტები რეგიონში ქართულ კერძებსა და მათი მომზადების წესებს  ეცნობიან. მათ ასევე, დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა თავისი ღვინის მარნებითა და ტურისტული პროდუქტებით. ისინი ქართული სამზარეულოსა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ფრანგული და გერმანული მედიაგამოცემებისთვის მოამზადებენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. სექტემბრის ბოლომდე რეგიონს განმეორებით საერთაშორისო ტელეკომპანიების “ევრონიუსი“-სა და „დოიჩე ველე“-ს გადამღები ჯგუფები ეწვევიან. ევრონიუსის ჟურნალისტები ბათუმში  ჭადრაკის მსოფლიო ოლომპიადას, დოიჩე ველეს კი ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაუწევენ პოპულარიზაციას.

თეგები: