სიახლეები - GoBatumi
ქართული ღვინის შესახებ Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში

ქართული ღვინის შესახებ Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში

ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ვებ-გვერდის (tastegeorgia.co) შემქმნელი,  ცნობილი სომელიე და ღვინის პროფესორი სარა მეი გრუნვილდი ქართული ღვინის შესახებ სტატიას "Wizz Air"-ის საბორტო ჟურნალში აქვეყნებს. სტატიაში ავტორი საქართველოს ისტორიულ-კულტურულ სიმდიდრესთან ერთად ყურადღებას ამახვილებს ქვევრით ღვინის დამზადების ტრადიციაზე, რომელიც 8000 წლით თარიღდება და იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

"Wizz Air"-ის საბორტო ჟურნალი მრავალმილიონიან მკითხველზეა გათვლილი, რაც ქართული ღვინისა და საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ჟურნალის ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.


თარგმანი:
 

საქართველო

აქ ღვინო ცოცხლობს

სარა მეი გრუნვალდ: სომელიე, ღვინის პროფესორი და ვებ გვერდის Taste Georgia (tastegeorgia.co) -ს მფლობელი საუბრობს ქართული ღვინის უნიკალურობაზე

ევროპისა და აზიის გასაყარზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საქართველო გარშემორტყმულია დიდებული კავკავიის მთებით. საქართველო მდებარეობს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. ეს არის მითების, ლეგენდების, მდიდარი კულტურული იდენტობის ქვეყანა. საქართველო ღვინის სამშობლოა. აქ სუფრის, სტუმართმასპინძლობის, ქრისტიანობისა და ღვინის ტრადიციები ერთამენთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ისტორიის განმავლობაში საქართველოს უამრავი დამპყრობელი ებრძოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეძლო თავისი კულტურული იდენტობის შენარჩუნება. ღვინი ქვეყნისა და ხალხის სიმბოლოს წარმოადგენს და ვაზის მოტივებს აქ მრავლად შეხვდებით. მეღვინეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს.

უძველესი დროიდან ქართველები ღვინის შესანახად ოვალური ფორმის ჭურჭელს, ქვევრს იყენებდნენ, რომელსაც გამომწვარი თიხისაგან ამზადებენ. ქვევრით ღვინის დამზადების ტრადიცია იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც არამატერიალური კულტურული მემკივდრეობსი ძეგლი.

ქვეყნის აღმოსაჩენა აუცლებლად ეწვიეთ მას. ქართული სუფრა თავისი ტრადიციებით და თამადის კულტით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილებაა.

საქართველოში მეღვინეობის კუთხით მთავარი რეგიონი კახეთია, რომელიც თბილისიდან საათ ნახევრის სავალზე მდებარეობს. ტურსტებს შეუძლიათ ეწვიან ალავერდის ტაძრის ბერებს, რომლებიც ღვინოს ათას წელზე მეტია აწარმოებენ. ასევე საინტერესოა გორაკზე გაშენებული ქალაქი სიღნაღი.

ქართული კულტურის შეცნობა ყველაზე კარგად ქართულ სუფრაზეა შესაძლებელი. ეს არის ის ხიდი, რომლებიც ქართვეელებს თავიათან უძვეელს წინაპრებთან აკავშირებს. ქართული ღვინის დალევა ჩვენი კოლექტიური წარსულის მოგონებას უტოლდება.

თეგები: