ზღვისპირა აჭარა

ზღვისპირა აჭარა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის საკურორტო ადგილები, როგორიცაა ქ. ქობულეთი, ციხისძირი და ჩაქვი. ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და ღირსშესანიშნაობებით. აქ მრავლად შეხვდებით როგორც უძველეს ეკლესია-მონასტრებს, ასევე ციხე-სიმაგრეებსა და თაღოვან ხიდებს. ქობულეთი ასევე ცნობილია დაცული ტერიტორიებით: ისპანი, კინტრიშის ნაკრძალი და მტირალას ეროვნული პარკი.
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა აჭარის პოპულარული საზღვაო კურორტები - სარფი, გონიო და კვარიათი. გონიოში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე. ასევე განვითარებულია ტურიზმის შემდეგი სახეობები: ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ბერდვოჩინგი და კულტურულ-რელიგიური ტურიზმი.

თეგები: