სამთო-სათხილამური ტურიზმი
სამთო-სათხილამური ტურიზმი
სამთო-სათხილამური ტურიზმი
სამთო-სათხილამური ტურიზმი
სამთო-სათხილამური ტურიზმი

სამთო-სათხილამური ტურიზმი

1 / 5

სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს აჭარა დიდ არჩევანს სთავაზობს. მთების საშუალო სიმაღლე აქ 2000-2500 მეტრია, ჰავა ნოტიოა, ზამთარი – შედარებით ცივი და ხანგრძლივი, ხოლო ზაფხული – ხანმოკლე და გრილი. მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად შენდება სამთო-სათხილამურო კურორტები,რომელთაც, სპორტულის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული დანიშნულება აქვთ და წლის ოთხივე სეზონისთვისაა გათვალისწინებული. აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე, უკვე მუშაობს სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“, რომელსაც წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ზამთარი გოდერძიზე უხვთოვლიანია, თოვლი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე დევს. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველაზე თბილი – აგვისტო. გოდერძი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ სამთო-სათხილამურო კურორტია, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ პირველი სეზონი ოფიციალურად აქ 2015 წლის 5 დეკემბერს გახსნა. საქართველოს კურორტებიდან გოდერძი ყველაზე უხვთოვლიანიცაა, რაც საშუალებას იძლევა სეზონი ადრე გაიხსნას და გვიან დაიხუროს. ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი, საინტერესო სათხილამურო ტრასები ბევრ მოთხილამურეს იზიდავს. გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებში ნამდვილ აღტაცებას იწვევს კურორტის დათოვლილი ფერდობები. სათხილამურო სეზონი გოდერძიზე დეკემბრის დასაწყისში იწყება. სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა – რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. გოდერძიზე შესაძლებელია თხილამურის, ციგის, სნოუბორდის დაქირავება, ასევე – ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა.

სულ მალე კურორტი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაშია კომფორტული კოტეჯები და სასტუმრო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბაგირო გზები. კურორტზე სეზონი მაშინაც კი გრძელდება, როდესაც თოვლი დნება და მოთხილამურეები ტოვებენ მთის ფერდობებს. ზაფხულში აქ ჰაიკინგი, ცხენითა და ველოსიპედებით სეირნობა, წინასწარი დაკვეთის შემთხვევაში კი პარაპლანით ფრენაც შეიძლება. აქვე, ახლოს მდებარეობს მოლაშქრეთა საყვარელი საკემპინგე ადგილი მწვანე ტბა. კურორტ გოდერძის გარდა მთიან აჭარაში კარგ მასპინძლობას გაგიწევენ სხვა მაღალმთიანი კურორტები – გომარდული, ქედლები და ბეშუმი

თეგები: