კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი

კულტურული ტურიზმი

1 / 5

რეგიონის ისტორიულ-კულტურულ სიმდიდრეს ადასტურებს როგორც აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ძეგლების ნაშთები, ისე თვითმყოფადი კულტურული მემკვიდრეობა. უძველესი დროიდან იღებს სათავეს თითქმის მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ფოლკლორის გამორჩეული ცეკვები "ხორუმი" და "აჭარული", რომლებიც ჩვენი რეგიონის იდენტობის საუკეთესო გამოხატულებაა. მნიშვნელოვანია რეგიონის სიმდიდრე არქეოლოგიური თვალსაზრისითაც, იგი საკაცობრიო ცივილიზაციის მეტად საინტერესო რეგიონთა რიცხვს განეკუთვნება. მე-19 საუკუნეში ბათუმის საპორტო ქალაქად გადაქცევას უკავშირდება ევროპელი არქიტექტორების მიერ ქალაქის განაშენიანება. ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული შენობები დღესაც მიმზიდველ და განსხვავებულ იერს სძენს ზღვისპირა ქალაქს. აჭარა-ბათუმი გამორჩეულია კულტურული ღონისძიებების სიმრავლით. იგი ყოველწლიურად მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს მასპინძლობს.

ღონისძიებები:

  • "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი" (ივლისი)
  • საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი "Biaff" (სექტემბერი)
  • ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "Tofuzi" (ოქტომბერი)
  • ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესიტვალი "ღამის სერენადები" (სამხატვრო ხელმძღვანელი: ლიანა ისაკაძე) (აგვისტო)
  • ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი (სამხატვრო ხელმძღვანელი: ელისო ბოლქვაძე) (ივლისი)
  • ბათუმის ეზოს ისტორიები
  • სტრიტ არტის ფესტივალი

სახალხო დღესასწაულები:

  • შუამთობა (აგვისტო)
  • მაჭახლობა (სექტემბერი)
  • ქედელობა (ოქტომბერი)
  • ჩაქვისთაობა (სექტემბერი)
  • სელიმობა (ივნისი)
  • კოლხობა (აგვისტო)
  • შემოდგომა ქედაში (ოქტომბერი)
თეგები: