კატალოგი - GoBatumi
მაჭახლობა

პერიოდი: სექტემბერი

პირველი მაჭახლობა 2007 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობენ არა მარტო საკუთრივ მაჭახლის ხეობის, არამედ ხელვაჩაურისა და აჭარის სხვა რაიონების მხატვრული კოლექტივები, მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტები, ხელისუფლების წარმომადგენლები. დღესასწაულზე მთელი ხეობა იკრიბება, სტუმრად ჩამოდიან თურქეთში მცხოვრები მაჭახლელები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შემოქმედება, რომელსაც აგრეთვე "მაჭახელა" ეწოდება. ორად გაყოფილი ორივე ნაწილის "მაჭახელა" ერთობლივადაც მართავს კონცერტებს. დღესასწაულზე ხეობა თითქოს სულიერად ერთიანდება.

თეგები: