Events - GoBatumi
დამოუკიდებლობის დღე
გართობა 13:00

დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. 
მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ექსპონატების გამოფენა.
საბავშვო კუთხეში გაიმართება სპორტული და მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, თემატური თამაშები, სახეზე მოხატვა. საბავშვო კუთხე მორთული იქნება ბუშტებითა და დროშებით. ღონისძიებას გააფორმებენ ზღაპრის გმირები.

რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, ევროპის მოედანზე არსებულ სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან კახაბერი და ხანუმები, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ხალვაში, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, ნინი შერმადინი, დათუნა მგელაძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, ავთო აბესლამიძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი დიასამიძე, ასევე, ჯგუფები “რესპექთ“, “ეროუ“, “4 up” და “ლურჯი იალქანი“. საქართველოს ჰიმნს ბათუმში არსებული გუნდები და კაპელა შესრულებს.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით. 
დასწრება თავისუფალია

ჩატარების თარიღი: 26/05/2019
დასაწყისი: 13:00
ჩატარების ადგილი: ევროპის მოედანი
ტელეფონი: 0422 27 26 26 

FB: https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/ 
ვებ-გვერდი: www.batumi.ge
ელ-ფოსტა: info@batumi.ge

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები