ბათუმის ფრანების ფესტივალი 2019
ბათუმის სანაპიროზე (ცენტრალური პარკის პირდაპირ) დღის პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება და 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასში: სამოყვარულო ფრანების გაშვება; ხელნაკეთი ფრანების აწყობა.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამას მოწვეული დიჯეები გააფორმებენ.
დასწრება თავისუფალია !
უამინდობის შემთხვევაში, ფესტივალი გაიმართება ამინდის გამოსვლისთანავე !
ჩატარების თარიღი: 28-29/09/2019
დასაწყისი: 12:00
ჩატარების ადგილი: ბათუმის სანაპირო
მისამართი: ბათუმის ბულვარი
ტელეფონი: +995 597 10 33 09
FB: https://www.facebook.com/events/2324083794520070/