Events - GoBatumi
კლუბი “Gate”
გართობა 23:00

კლუბი “Gate”

14 ივლისს, 23:00 საათიდან კლუბი GATE მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურას, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტ არტისტს DVS1-ს უმასპინძლებს.

Yanamaste - G2-ის რეზიდენტი ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი ირაკლი დანელიას პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სტაბილურად პროგრესირებს. მან მოკლე დროში მსმენელს გამორჩეული ტექნო და DnB სეტებით დაამახსოვრა თავი. მასზე მთავარი გავლენა ესპანურმა ტექნომ, კერძოდ ლეიბლ PoleGroup Recordings-მა და მისმა დამფუძნებელმა Oscar Mulero-მ მაოხდინეს.
_________

MYI ჰიპნოტურ ჟღერადობაზე ფოკუსირებული ადგილობრივი ტექნო სცენის წარმომადგენლის თორნიკე საყვარელიძის ფსევდონიმია.

მისი სადებიუტო EP ტექნო და ექსპერიმენტალური მუსიკის ლეიბლზე MainConcept Music-ზე 2016 გამოვიდა, რასაც მალევე მოჰყვა ახალი EP სახელად – “Roundabout Structures”, რომელსაც თავად არტისტი, ტექნოს ბნელ და ძლიერ მხარეებში მოგზაურობას უწოდებს.

ღირებულება: I კალათა - 20 ლარი, II კალათა - 30 ლარი, III კალათა - 40 ლარი

ბილეთების შეძენა: www.eventer.ge

მისამართი: საოცრებათა პარკი  

20.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები