სიახლეები - GoBatumi
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ. უწყების ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე მსხვილი ტურისტული კომპანიების, მედიაპლატფორმების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან გამართულ შეხვედრებზე ურთიერთანამშრომლობის პირობებს განიხილავს, რაც სარეკლამო აქტივობებისა და პრეს-ინფოტურების ფარგლებში აჭარის შესახებ რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგებისა და სტატიების მომზადებას ითვალისწინებს. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას იკვეთება, ებრაელი ვიზიტორების დიდი ნაწილი რეგიონის ბუნებით, ეროვნული პარკებითა და კულინარიით ინტერესდება.

საქმიანი შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში  ხორციელდება, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია.

თეგები: