სიახლეები - GoBatumi
ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

28-29 ივლისს, ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სპორტული, სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებაა.  

ღონისძიება დღის 12 საათიდან, ბათუმის ცენტრალური პარკის პირდაპირ ზღვის სანაპიროზე დაიწყება. 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ სპორტული ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასებში: სამოყვარული და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. ფესტივალი ‘Kitedreams Georgia“ -ს ორგანიზებით იმართება.

ბათუმში ზაფხული ფესტივალებითა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წელს, მხოლოდ ივლისში, ქალაქში 60-ზე მეტი კულტურული ღონისძიება იმართება. მათ შორის გამორჩეულია შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც დღეს Black Sea Arena-ზე როკის ლეგენდის, Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ფესტივალის Facebook გვერდზე

თეგები: