სიახლეები - GoBatumi
როგორ ჩამოხვიდეთ რუსეთიდან

როგორ ჩამოხვიდეთ რუსეთიდან

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საშუალებებით.

საჰაერო გზით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოსვლა ბათუმის აეროპორტში, სადაც რამოდენიმე ავიაკომპანია ასრულებს რეისს, კერძოდ კი სიბირის ავიახაზები და ჯორჯიან ეარვეისი.

სიბირის ავიახაზები რეისებს ასრულებს ძირითადად ზაფხულის პერიოდში ბათუმი -მოსკოვი (450 ლ. ერთი გზა), ჯორჯიან ეარვეისი კი ასრულებს რეგულარულ რეისებს ბათუმი-მოსკოვი (550 ლ. ერთი გზა).

ამჟამად ბათუმის აეროპორტში რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება. განახლდება აპრილში და რეისს შეასრულებს სიბირის ავიახაზები (S7).


სიბირის ავიახაზებისა და ჯორჯიან ეარვეისის კონტაქტები:

  • სიბირის ავიახაზები: 577 450 015 / 555 691 134
  • ჯორჯიან ეარვეისი: 593 180 404 / 599 323 212 / 599 376 600


რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოფრინდნენ ურალის ავიახაზებით, რომელიც ასრულებს რეგულარულ რეისებს ქუთაისი - მოსკოვი, კვირაში ერთხელ (315 ლ. ერთი გზა). (http://uralairlines.com)

თბილისის აეროპორტში შესაძლებელია შემდეგი ავიახაზებით ჩამოფრენა: ურალის ავიახაზები (315 ლ. ერთი გზა), სიბირის ავიახაზები (350 ლ. ერთი გზა) , ჯორჯიან ეარვეისი (500 ლ. ერთი გზა) და აეროფლოტი (350 ლ. ერთი გზა), რომლებიც რეგულარულ რეისებს ასრულებენ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. ნაწილი ავიაკომპანიებისა რეისებს ასრულებს ყოველდღიურად ნაწილი კი კვირაში რამოდენიმეჯერ. (http://uralairlines.comhttp://s7.ruhttp://aeroflot.ruhttp://airzena.com)

ასევე შესაძლებელია რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა სახმელეთო ტრანსპორტითაც, კერძოდ კი ავტობუსით, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით ასრულებენ რეისებს კერძოდ კი როსტოვის, მოსკოვის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მიმართუოლებით, რეისებს ასრულებს სხვადასხვა სააგენტოები: შპს „მგზავრთა მომსახურების სააგენტო“ , შპს „იკა“ და ასევე ფიზიკური პირი.

საზღვაო ტრანსპორტით კი მგზავრებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ კომეტით ბათუმი-სოჩა, რომელიც ასრულებს რეისს ყოველ ხუთშაბათს.

„ექსპრესს ბათუმი” - 593 33 39 66

თეგები: