სიახლეები - GoBatumi
როგორ ჩამოხვიდეთ თურქეთიდან

როგორ ჩამოხვიდეთ თურქეთიდან

საქართველომდე მოგზაურობა თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო  ტრანსპორტით.

საჰაერო გზით საქართველოში ჩამოსვლა თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ბათუმის აეროპორტში ჩამოფრენა შესაძლებელია თურქეთის ავიახაზებით, რომელიც ასრულებს რეისებს ყოველდღე, ბათუმი-სტამბული. (ათათურქის აეროპორტი) ზაფხულის პერიოდში კი ეს ავიაკომპანია დღეში ასრულებს ორ რეისს. ფასი: ერთი გზა- 335 ლ. (ფასები ცვალებადია).

თურქეთის ავიახაზების ბათუმის ოფისი: ბარათაშვილის ქ. #24; (http://turkishairlines.com); 0 422 235 110 / 0 422 223 222 / 0 422 235 110.

ასევე სრულდება რეისი სტამბული-ხოფა, ხოლო ხოფიდან შესძლებელია ავტობუსით ბათუმში ჩამოსვლა.

ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენა შესაძლებელია პეგასუსის ავიახაზებით, რომელიც ასრულებს კვირაში სამ რეისს ქუთაისი-სტამბული. ფასი 180 ლ. ერთი გზა. (საბიჰა გოგჩენის აეროპორტი). (https://gasa.ge)

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენა შესაძლებელია თურქეთის ავიახაზებით (250 ლ. ერთი გზა) , (ათათურქის აეროპორტი / საბიჰა გოგჩენის აეროპორტი) პეგასუსის (250 ლ. ერთი გზა)  (საბიჰა გოგჩენის აეროპორტი) და ატლასჯეტის. ფასი:180 ლ. ერთი გზა. ათათურქის აეროპორტი. (http://turkishairlines.comhttps://gasa.gehttp://atlasglb.com)

სახმელეთო ტრანსპორტით საქართველოში მოხვედრა თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა ქალაქებიდან: იზმირი, ტრაპზონი, სტამბული, ადანა, ნევშეირი , ქონია, ანკარა ამ ქალაქებიდან შეუძლიათ მგზავრებს ჩამოვიდნენ ბათუმში ავტობუსებით. (http://geometro.gehttp://batumicentral.ge)

თეგები: