როგორ ჩამოხვიდეთ - GoBatumi
ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია

 

 

აჭარამდე მოგზაურობა მარტივად შესაძლებელია, როგორც საჰაერო და სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტით.
 

საჰაერო ტრანსპორტირება

საჰაერო ტრანსპორტირება ბათუმამდე შეგიძლიათ განახორციელოთ პირდაპირი ფრენით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე, რომელიც ბათუმის სამხრეთით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბათუმში ჩამოსასვლელად მგზავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტითა და ტრაპიზონის აეროპორტით, საიდანაც ბათუმში მოხვედრა შესაძლებელია სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით.

ბათუმში გამგზავრობა შესაძლებელია შემდეგი საერთაშორისო ავიახაზებით: "თურქეთის ავიახაზები", "აეროსვიფტი", "პეგასუსი", "ბელავია", "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები". ფასები მერყეობს 400€-450€ ფარგლებში. შედარებით დაბალფასიანი ავიახაზია "პეგასუსი", რომელიც ბათუმს სტამბულთან აკავშირებს.

აეროპორტიდან ბათუმის ცენტრში ავტომობილით ან ტაქსით მოხვედრას 10-15 წუთი ჭირდება. ტაქსის საფასური 15-20 ლარს შეადგენს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ #10 ავტობუსი, რომლის ფასი 0,40 ლარია და ბათუმის ცენტრამდე მხოლოდ 20 წუთი დაჭირდება.
 

სახმელეთო ტრანსპორტირება

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტრანსპორტირება შესაძლებელია სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებიდან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთა-გადმოკვეთა აკრძალულია, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეთათვის.

მგზავრობა ავტომობილით: ბათუმში ავტომობილით მოხვედრა შესაძლებელია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის, სომხეთის ან თურქეთის ავტომაგისტრალების გავლით.

მგზავრობა ავტობუსით: სტამბოლიდან, ანკარიდან, ტრაპიზონიდან და ანტალიიდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსები გამოდის ყოველ დღე, ხოლო ბაქოდან და ერევნიდან ზაფხულის პერიოდში, კვირაში რამოდენიმეჯერ.

სარკინიგზო ტრანსპორტი: რკინიგზა საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან აკავშირებს. მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანი მთელი ზაფხულის განვალობაში მოძრაობს ყოველ დღე, ისევე როგორც მატარებელი ბაქოდან თბილისის მიმართულებით. ერევანი-თბილისი-ერევანი კი დღეგამოშვებით.
 

საზღვაო ტრანსპორტირება

საზღვაო ტრანსპორტით ბათუმში მოხვედრა რუსეთიდან და უკრაინიდან არის შესაძლებელი. სოჭისა და ილიჩევსკის პორტებიდან ბათუმის პორტის მიმართულებით ყოველკვირეულად ხორციელდება საბორნე მიმოსვლა. ბათუმის პორტში ხშირად ჩერდება სხვადასხვა საკრუიზო ლაინერი.

  • სოჭი-ბათუმი (სამშაბათი, პარასკევი)
    ექსპრეს ბათუმი - რუსეთი, ქ. სოჭის საზღვაო ნავსადგური; მ.: + 7 918 409 12 96; expressbatumi[at]mail.ru
  • ილიჩევსკი-ბათუმი (შაბათი)
    UBG - უკრაინა, ქ. ილიჩევსკის საბორნე გადასასვლელი; ტ.: + (380) 04 82 30 47 92; batumiubg[at]gmail.com

 

თეგები: